The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ ზაალიშვილი

თენგიზ ზაალიშვილი
Date of birth:2 September, 1928  (95 years)
Category:Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1957 წელს.

1958 წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (ალფრედი ჯ. ვერდის "ტრავიატა", ლირიული ტენორი); აქვე შეასრულა მრავალი წამყვანი პარტია ქართველ, იტალიელ, რუს და სხვა კომპოზიტორთა ოპერებში; ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას; კონცერტები აქვს გამართული საზღვარგარეთის ქვეყნებში; იყო ხალხური ანსამბლ "ფიროსმანის" სოლისტი; ამ ანსამბლთან ერთად შემოიარა ევროპის მრავალი ქვეყანა და ამერიკის შეერთებული შტატები; 1985 წელს იგი ანსამბლის სხვა წევრებთან ერთად არჩეულია ქ. ატლანტის საპატიო მოქალაქედ. 2019 წლის 23 იანვარს ზ. ფალიაშვილის სახელობოის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წინ გაიხსნა თ. ზაალიშვილის სახელობის ვარსკვლავი.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 104; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.173

Member of Organizations

  • საქართველოს ხელოვნების აკადემია, ნამდვილი წევრი

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1985 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • კასპის საპატიო მოქალაქე
  • ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის პრემია

Share: