The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილია ზაქაიძე

ილია ზაქაიძე
Date of birth:7 July, 1924
Date of death:2008  (at 83 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.

სიმღერა დაიწყო ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლში; 1951 წელს მე-7 რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ჯავახიშვილის მუსიკაზე შესრულებულმა სიმღერამ "ბალადა ვეფხისა და მოყმისა" ზაქაიძეს საყოველთაო აღიარება მოუტანა; 1957 წელს საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვალერიან ცაგარეიშვილმა ილია ზაქაიძე ანსამბლში სოლისტად მიიწვია, სადაც 50 წელი მოღვაწეობდა; მღეროდა დუეტებს, ქალაქურ (მედუდუკეთა დასის თანხლებით), საგუნდო და სოლო საფანდურო სიმღერებს; უბადლო ოსტატობით ასრულებდა ქართლ–კახურ სიმღერებს ("ჩაკრულო", "შენ ბიჭო ანაგურელო", "მეტივური", "ჭონა", "გუშინ შვიდნი გურჯანელნი", "შაშვი–კაკაბი", "კალოსპირული", "საქართველო"); კონცერტებს მართავდა საქართველოს ყველა კუთხეში და საზღვარგარეთ; 1977 წელს მის მიერ როსტომ საგინაშვილთან ერთად შესრულებული სიმღერა "ჩაკრულო"ნასამ" (აშშ) კოსმოსში გაგზავნა.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 104; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.115

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1980 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: