The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან მუსხელიშვილი

ლევან მუსხელიშვილი
დაბადების თარიღი:1900
გარდაცვ. თარიღი:1942  (42 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:არქეოლოგი, ისტორიკოსი, მკვლევარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1927 წელს.

1930-1931წწ. მონაწილეობდა ნოქალაქევის არქეოლოგიის ექსპედიციაში; 1931 წლიდან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 1936 წლიდან შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის მუზეუმში სწავლული მდივანი; 1940 წლიდან ასრულებდა ამავე მუზეუმის დირექტორის მოვალეობას; 1941 წლიდან ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი, მატერიალურ კულტურის ისტორიის განყოფილების გამგე. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში შუა საუკუნეების ძეგლების გეგმაზომიერი არქეოლოგიური გათხრების დაწყება და შემდგომი განვითარება. თავისი შრომებით დიდი წვლილი შეიტანა ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიის პრობლემათა გაშუქებაში. წმინდა ისტორიული ხასიათის გამოკვლევების გარდა გამოქვეყნებული აქვს შრომები, სადაც ბევრი მანამდე უცნობი ხუროთმოძღვრული ძეგლია განხილული.

წყარო: ჩუბინაშვილის ცენტრი: gch-centre.geქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.135

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: