The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შუშანა მარგველაშვილი

დაბადების თარიღი:26 აპრილი, 1917
გარდაცვ. თარიღი:2015  (97 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1939 წელს.

1944 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უმცროსი, შემდეგი კი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; პარალელურად მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტზე მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ეკონომიკის კათედრაზე; 1964 წლიდან მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ეკონომიკის კათედრა, დოცენტი; წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს მრეწველობის ეკონომიკის სასწავლო კურსში. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიების, ავტორი. იკვლევდა მრეწველობის ეკონომიკას, კერძოდ, მანქანათმშენებლობის ეკონომიკის აქტუალურ პრობლემებს.

წყარო: https://www.tsu.ge/universteteli_avtorebi/biografia.php?id=601

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული დიდი დამსახურებისათვის, სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: