The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ ოქროსცვარიძე

ავთანდილ ოქროსცვარიძე
Date of birth:16 February, 1956  (69 years)
Category:Geologist, Scientist, Explorer

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1979 წელს; თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტის ასპირანტურა, ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 2000 წელს.

1979-1980წწ. კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ინჟინერ-გეოლოგი; 1980-1983წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი, ხოლო 1983-1987წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989 წელს ჩეხოსლოვაკიის გეოლოგიური დეპარტამენტის და სსრკ-ს გეოლოგიის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის მეცნიერ-მუშაკი; 1995-1997წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პეტროლოგიის კათედრა, ლექტორი; 1995-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2002-2006წწ. გეოლოგიის ინსტიტუტთან არსებული სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2005-2006წწ. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 2009 წლიდან გეოლოგიის ინსტიტუტის პეტროლოგიის, მინერალოგიისა და ლითოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. იკვლევს შემდეგ საკითხებს: გრანიტოიდული ქანების პეტროქიმია, გეოქიმია და გენეზისი. მანტიურ-ქერქული ურთიერთქმედება და კონტინენტური ქერქის ევოლუციის პრობლემები, ფელზურ-მაგმურ სისტემებთან დაკავშირებული ოქროს მინერალიზაციის საკითხები, გეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვა და ა.შ. წლების განმავლობაში მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო ფორუმსა და პროექტში. 

საკანდიდატო დისერტაცია თემა - "აფხაზეთის პალეოზოური გრანიტოიდების და მიგმატიტების პეტროლოგია", დაიცვა 1987 წელს.

სადოქტორო დისერტაცია თემა - "კავკასიონის ჰერცინული გრანიტოიდული სერიები", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: https://www.tsu.ge/universteteli_avtorebi/biografia.php?id=582

Awards and Honors

  • 2008 - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია

Bibliography


Share: