ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ზურაბ პაპასქირი
დაბადების თარიღი: | 15 სექტემბერი, 1950 (74 წლის) |
კატეგორია: | ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი; მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1975 წელს.
1976 წლიდან სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ლექტორი; 1979 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი; 1981-1989 წწ. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველო-აფხაზეთის ისტორიის კათედრის დოცენტი, კათედრის გამგის მოადგილე. 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე; თსუ სოხუმის ფილიალის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 2006-2019 წწ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითის მუშაობის სამსახურის (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი. 1994-2006 წწ. – ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პროფესორი (1994). 2006 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (2019 წელს არჩეულია უვადოდ), ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი; 250-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის 20-მდე მონოგრაფიის (წიგნის) ავტორი და თანაავტორი; არის «Gardarika» – International scientific Journal-ის სარედაქციო საბჭოს წევრი http://ejournal26.com/en/redakcionniy-sovet.html.
საკანდიდატო დისერტაცია – "საქართველო და აღმოსავლეთი ევროპა XI-XII საუკუნეებში" (მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1978).
სადოქტორო დისერტაცია – "შუა საუკუნეების საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა X ს. 70-იანი – XI ს. 80-იანი წლები" (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 1991)
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი
- დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
- ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაცია, თავმჯდომარე (1998-)
- საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2013 - ღირსების ორდენი
- 2010 - რუსთაველის სტიპენდია
- 2002 - ღირსების მედალი
- 1998 - გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 1982 - საქართველოს კომკავშირის პრემია
ბიბლიოგრაფია
- Why Abkhazia is Georgia. A True History (თანაავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2021. - 411გვ.. - ISBN: 978-9941-25-970-8
- აფხაზეთის საქართველოა. ისტორიული რაკურსი (თანაავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2021. - 702გვ.. - ISBN: 978-9941-25-969-2
- On National, Political, and Cultural Identity of Contemporary Abkhazia : წერილები (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2020. - 220გვ.. - ISBN: 978-9941-25-806-0
- საქართველო : ისტორიული წარსული და თანამედროვეობა (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2016. - 646გვ.. - ISBN: 9789941252334
- სახელოვან მამულიშვილთა გალერეიდან : ნარკვევების კრებული (ავტორი). - თბილისი, ციონი, 2015. - 72გვ.. - ISBN: 9789994068784
- ზურაბ პაპასქირი - 60 : ჟამთააღმწერლობა ჭეშმარიტის მეტყუელება არს : კრებული. - თბილისი, სოხუმის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 2013. - 568გვ.. - ISBN: 9789941061516
- Моя Абхазия: Воспоминания и размышления (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2012. - 604გვ.. - ISBN: 978-9941-10-681-1
- Абхазия: История без фальсификации (ავტორი) // Издание второе, исправленное и дополненное. - თბილისი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010. - 596გვ.. - ISBN: 978-9941-0-1652-3
- და აღმოცისკრდა საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე : წერილები (ავტორი). - თბილისი, სოხუმის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა , 2009. - 630გვ.. - ISBN: 978-9941-0-1230-3
- ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან (ავტორი) // ნაკვ. 2: 1917-1993. - თბილისი, მერიდიანი, 2007. - 480გვ.. - ISBN: 978-99940-68-79-1
- ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან (ავტორი) // ნაკვ. 1: უძველესი დროდან 1917 წლამდე. - თბილისი, მერიდიანი, 2004. - 316გვ.. - ISBN: 99928-0-693-1
- საისტორიო ძიებანი : წელიწდეული : ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქარტველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაცია (რედაქტორი) // წ.4. - თბილისი, მეცნიერება, 2001. - 370გვ.
- საისტორიო ძიებანი : წელიწდეული : ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქარტველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაცია (რედაქტორი) // წ.3. - თბილისი, მეცნიერება, 2000. - 399გვ.
- აფხაზეთი საქართველოა : ისტორიულ-პუბლიცისტური სტატიები (ავტორი). - თბილისი, აღმაშენებელი, 1998. - 304გვ.
- ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1990. - 225გვ.
|