The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ კაცაძე

ზურაბ კაცაძე
დაბადების თარიღი:13 მარტი, 1939  (86 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო–სამედიცინო აკადემიის სახმელეთო ჯარების ექიმთა მომზადების ფაკულტეტი 1972 წელს.

1972–1975წწ. - ცალკეული სამედიცინო ასეულის (სამხედრო ნაწილის) უფროსი; 1975–1977წწ. - სამედიცინო სამსახურის უფროსი სპეციალისტების სკოლის უფროსი; 1977–1986წწ. - ცალკეული სასწავლო–სამედიცინო ბატალიონის უფროსი; 1986–1993წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამხედრო კათედრის უფროსი; 1993 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამხედრო-სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი. ავტორია 11 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს ორი სასწავლო სახელმძღვანელო ერთი მეთოდური სახელმძღვანელო სამოქალაქო თავდაცვაში. მისი ხალმძღვანელობით დაცულია 3 საკანდიდატო დისერტაცია. სამხედრო ჯანდაცვის ორგანიზატორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი (2004) სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ექსტრემალურ სიტუაციებში საქართველოს სამხედრო ძალების სამედიცინო უზრუნველყოფის მეცნიერულად დასაბუთებული სისტემის მოდელის შემუშავება", დაიცვა 1997 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 2004 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.142; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.335; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.78

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა - განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

გააზიარე: