The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე კაციტაძე

ალექსანდრე კაციტაძე
დაბადების თარიღი:16 დეკემბერი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა მოსკოვის მე–2 სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე (1975–77), დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1984–1991წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კათედრის ასისტენტი; 1991–1993წწ. დოცენტი; 1993 წლიდან კათედრის პროფესორი. ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომის დერმატოზების პათოგენეზისა და მკურნალობის, კანის დაავადებებისა და შიდსის პრობლემებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი საკანდიდატო დისერტაცია. არის კანისა და ვენერიულ სნეულებათა სპეციალისტი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინტერფერონის სისტემა სოკოვანი დაავადებების დროს", დაიცვა 1984 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "კანისა და ლორწოვანი გარსების შერეული სოკოვან–ვირუსული დაავადებანი", დაიცვა 1991 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.142

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის დერმატოლოგიის აკადემია, წევრი
  • ევროპის დერმატოლოგიის და ვენეროლოგიის აკადემია, წევრი
  • საქართველოს დერმატოლოგ–ვენეროლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

გააზიარე: