შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარო თარხნიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კავთისხევი, კასპის რაიონი. ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი; 1910 წელს გორში დააარსა ქართლ–კახური სიმღერების გუნდი და მისი უცვლელი ლოტბარი იყო; მან დიდი ამაგი დასდო საქართველოში მხატვრული თვითმოქმედების განვითარებას; მისი გუნდის მდიდარი რეპერტუარიდან აღსანიშნავია სიმღერები: "ჭონა", "ბერიკაცი", "ნამგლური", "გარეკახური საცეკვაო", "მუშური", "თამარქალო", "კახური მრავალჟამიერი"; თარხნიშვილი გუნდის ფონზე დიდი ოსტატობით ასრულებდა ცალფა შრომის სიმღერებს – "ურმულს", "ოროველას", აგრეთვე არიას "დაიგვიანეს" ნ. სულხანიშვილის ოპერა "პატარა კახიდან"; მის გუნდში მრავალი მომღერალი და ლოტბარი აღიზარდა; ის თავისი კონცერტებით წარმოაჩენდა ქართულ ხალხურ სიმღერებს. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 106 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |