The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარო თარხნიშვილი

მარო თარხნიშვილი
ოფიციალური სახელი:მარიამ თარხნიშვილი
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1891
გარდაცვ. თარიღი:3 ოქტომბერი, 1969  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კავთისხევი, კასპის რაიონი.

ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი; 1910 წელს გორში დააარსა ქართლ–კახური სიმღერების გუნდი და მისი უცვლელი ლოტბარი იყო; მან დიდი ამაგი დასდო საქართველოში მხატვრული თვითმოქმედების განვითარებას; მისი გუნდის მდიდარი რეპერტუარიდან აღსანიშნავია სიმღერები: "ჭონა", "ბერიკაცი", "ნამგლური", "გარეკახური საცეკვაო", "მუშური", "თამარქალო", "კახური მრავალჟამიერი"; თარხნიშვილი გუნდის ფონზე დიდი ოსტატობით ასრულებდა ცალფა შრომის სიმღერებს – "ურმულს", "ოროველას", აგრეთვე არიას "დაიგვიანეს" ნ. სულხანიშვილის ოპერა "პატარა კახიდან"; მის გუნდში მრავალი მომღერალი და ლოტბარი აღიზარდა; ის თავისი კონცერტებით წარმოაჩენდა ქართულ ხალხურ სიმღერებს. 

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 106

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1956 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: