Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ თაქთაქიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1951 წელს. 1950–1973წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ლირიულ–დრამტული სოპრანო); 1973 წლიდან აქვე მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად; მისი საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფესიონალიზმი, ვოკალურ–სცენური ოსტატობა; მას შესრულებული აქვს მრავალი საოპერო პარტია: ეთერი, მარო (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), მზია (ო. თაქთაქიშვილის "მინდია"), ტოსკა, ბატერფლაი (პუჩინის "ტოსკა", "ჩიო–ჩიო–სანი"), ნედა (ლეონკავალოს "ჯამბაზები"), მარგარიტა (გუნოს "ფაუსტი"), ლეონორა (ვერდის "ტრუბადური"), სოფია (პროკოფიევის "სემიონ კოტკო"); 1976 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრაზე(იყო დოცენტი). კომპოზიტორ შალვა თაქთაქიშვილის შვილი. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 196; საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.-თბ.,1988.- გვ.18 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |