The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ კაციტაძე

გურამ კაციტაძე
დაბადების თარიღი:16 ივლისი, 1934  (89 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს.

1958–1965წწ. მუშაობდა ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში; 1965–1978წწ. ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში; 1978–1991წწ. სამედიცინო პარაზიტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, ეპიდემიოლოგიის სამეცნიერო ცენტრში; 1991–1996წწ. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში; 1996 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის თანამშრომელია. ავტორია 51 სამეცნიერო ნაშრომის, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 24 საკანდიდატო და 1 სადოქტორო დისერტაცია. არის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მუცლის ტიფისა და დიზენტერიის ინდიკატორული ფაგების შერჩევა", დაიცვა 1973 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კვებითი ტოქსიკოინფექციების ზოგიერთი ზოგიერთი გამოწვევის ბიოლოგიური თავისებურებანი".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.143; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.380

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გელათის მეცნიერებათა აკადემია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში, ინფექციური დაავადებების სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: