შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერი კაციტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ალტაის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს. 1970–1973წწ. იყო ალტაის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე; 1973–1978წწ. მოსკოვის I სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის უროლოგიური კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1973–1978წწ. ასპირანტი; 1979–1996წწ. მოსკოვის ტუბერკულოზის მე–7 კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიური განყოფილების გამგე; 1996 წლიდან რესპუბლიკის ფტიზიატრიისა და პულმონოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფილტვგარეშე ტუბერკულოზის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის, 2 გამოგონების უროლოგიისა და ფტიზიოუროლოგიის თანამედროვე პრობლემებზე. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შარდსასქესო ორგანოების ტუბერკულოზით დაავადებულ ავადმყოფთა შრომის უნარიანობა", დაიცვა 1991 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.143 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |