შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლამარა კაციტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური. დაამთავარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1970 წელს. 1970–1973წწ. იყო რუსთავის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი–სტომატოლოგი; 1973–1979წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი–ანესთეზიოლოგი;1979 წლიდან ამავე კლინიკის ექიმი–სტომატოლოგი. ავტორია 15 სამეცნიერონაშრომის, რომლებიც ეხება ჰემოსტაზის ახალ მეთოდებს სხვადასხვა ქირურგიული ჩარევის შემდგომ, ყბა–სახის არეში გაუტკივარების პრობლემებს სტომატოლოგიაში. სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოსტაზის ახალი მეთოდების დამუშავება სტომატოლოგიაში", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.144
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |