The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა კაციტაძე

დაბადების თარიღი:7 აგვისტო, 1941  (82 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტი 1964 წელს.

1965 წლიდან მუშაობს სისხლის გადასხმის და ჰემატოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში უფროს მეცნიერ–თანამშრომლად. 1996 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკო–დიაგნოსტიკური ლაბორატორიის გამგე. ავტორია 78 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ჰემოსტაზის ცვლილებებს სხვადასხვა დაავადების დროს. ქიმი–კოაგულოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქრონიკული მიელოლეიკოზის დროს ჰემოსტაზის დარღვევის საკითხები", დაიცვა 1971 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.144


გააზიარე: