The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიტალი კაშია

ვიტალი კაშია
დაბადების თარიღი:29 ივლისი, 1947  (76 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სევასტოპოლი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1972–1975წწ. - ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1975-2011წწ. - მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი,  განყოფილების მეცნიერ-ხელმძღვანელი; 1998-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი,  ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორი; 2006-2018წწ. - შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ჰიპოკრატე, მედიცინის ფაკულტეტი, ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორი; 2011 წლიდან - ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი,  სამეცნიერო და ფსიქიატრიული ექსპერტიზის მიმართულების ექსპერტთა საბჭოს კონსულტანტი ფსიქიატრი. გამოქვეყნებული აქვს 44 სამეცნიერო ნაშრომი კლინიკისა და ფსიქიკური დაავადებების მკურნალობის საკითხებზე. ექიმი-ფსიქიატრი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999).

საკანდიდატო დისერტაციის თემა: "შეტევისმაგვარი შიზოფრენიის კლინიკოფსიქოპათოლოგიური თავისებურებები მწვავე პარანოიალური შეტევების მანიფესტაციის დროს". დაიცვა 1984 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "შუბისმაგვარი შიზოფრენიის შეტევების ფსიქოპათოლოგიური სტრუქტურის პროგნოზული შეფასებისათვი (კლინიკა, თერაპიული პათომორფოზი), დაიცვა 1999 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.145; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.335; ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი: mhpa.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნევროპათოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • ფსიქიატრთა ასოციაციის გამგეობა, წევრი
  • ფსიქიატრთა საზოგადოების გამგეობა, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: