The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივეტა კაშია

დაბადების თარიღი:13 სექტემბერი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1950 წელს.

1961–1966წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1967–1970წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ანატომიის განყოფილების ასპირანტი; 1971 წლიდან ამავე ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი და წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 34 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. აქვს 25 წლის პედაგოგიური სტაჟი. ასწავლიდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, ადამიანის ანატომიის კურსს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფარისებრი ჯირკვლის ინტრაორგანული სისხლის ძარღვების ასაკობრივი თავისებურებები", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.145

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ანატომთა საზოგადოება, წევრი
  • ემბრიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • ჰისტოლოგთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: