შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ კაჭახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სსამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959–1961წწ. იყო ქ. სტალინირის N47913 სამხედრო ნაწილის სამხედრო ექიმი; 1961–1964წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასპირანტი; 1964–1971წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს პათოლოგ–ანატომი; 1970–1989წწ. თბილისის ჯანდაცვის სამინისტროს კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 29 სამეცნიერო ნაშრომის. იყო პასუხისმგებელი კურატორი მთელი კახეთის ზონის, სამეგრელოს, კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის რაიონების. დერმატო–ვენეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შემაერთი ქსოვილის სტრუქტურის მდგომარეობა დაბერების პროცესში", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.145 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |