შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ამილახვარი![]()
ბიოგრაფიარევაზ ოთარის ძე ამილახვარი იყო XVIII საუკუნის შუა წლების აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე. მონაწილეობდა გივი ამილახვრის ანტიირანულ აჯანყებაში. 1744 წელს აჯანყებას ჩამოშორდა და თეიმურაზ II-ს მიემხმრო. 1750 წელს დანიშნეს თბილისის ციხისთავად(მინბაშად), 1754 წელს ქართლის ნაიბად(არაბ. ნაცვალი, მოადგილე). 1772 წელს ამილახორობა(მეჯინიბეთუხუცესი, გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო აპარატის სამხედრო უწყების მოხელე– ამირსპასალარის თანაშემწე, სავაზიროს წევრი სათათბირო ხმით. მისი ხელქვეითი მოხელენი იყვნენ მეაბჯრეთუხუცესი და მეჯინიბეთუხუცესი) მიიღო. მისი ქალიშვილი სალომე ცოლად ჰყავდა იულონ ბატონიშვილს, ერეკლე II-ის ვაჟს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.130
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |