The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ამილახვარი

დაბადების თარიღი:1737
გარდაცვ. თარიღი:1775  (38 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

რევაზ ოთარის ძე ამილახვარი იყო XVIII საუკუნის შუა წლების აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე. მონაწილეობდა გივი ამილახვრის ანტიირანულ აჯანყებაში. 1744  წელს აჯანყებას ჩამოშორდა და თეიმურაზ II-ს მიემხმრო. 1750 წელს დანიშნეს თბილისის ციხისთავად(მინბაშად), 1754 წელს ქართლის ნაიბად(არაბ. ნაცვალი, მოადგილე). 1772 წელს ამილახორობა(მეჯინიბეთუხუცესი, გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო აპარატის სამხედრო უწყების მოხელე– ამირსპასალარის თანაშემწე, სავაზიროს წევრი სათათბირო ხმით. მისი ხელქვეითი მოხელენი იყვნენ მეაბჯრეთუხუცესი და მეჯინიბეთუხუცესი) მიიღო. მისი ქალიშვილი სალომე ცოლად ჰყავდა იულონ ბატონიშვილს, ერეკლე II-ის ვაჟს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.130


გააზიარე: