შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პაპუნა ამილახვარი![]()
ბიოგრაფიაპაპუნა იოთამის ძე ამილახვარი იყო XVII საუკუნის I მეოთხედის ქართლის სადროშოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. საამილახვროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი, გორის მოურავი. ცოლად ჰყავდა სიმონ I-ის ასული თამარი. 1605 წელის ოქტომბერში ქართლის მეფის X–ის ბრძანებით დაეხმარა დედოფალ ქეთევანს(დავით I-ის მეუღლე, თეიმურაზ I-ის დედა) ტახტის მიმტაცებელ კონსტანტინეს I–ის წინააღმდეგ ბრძოლაში. მარტყოფის აჯანყების დროს, 1625 წელს, მხარში ედგა გიორგი სააკაძეს. თავი გამოიჩინა მარაბდის ბრძოლაში(1625), შემდეგ–ირანელთა მოთარეშე რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში. ანდუყაფარ ამილახვრის თხოვნით, პაპუნა ამილახვარი თავის ყმებს მოაკვლევინა ქსნის ერისთავმა იესემ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.130
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |