The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაპუნა ამილახვარი

დაბადების თარიღი:1500
გარდაცვ. თარიღი:1625  (125 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

პაპუნა იოთამის ძე ამილახვარი იყო XVII საუკუნის I მეოთხედის ქართლის სადროშოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. საამილახვროს  უფროსი, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი, გორის მოურავი. ცოლად ჰყავდა სიმონ I-ის ასული თამარი. 1605 წელის ოქტომბერში ქართლის მეფის X–ის ბრძანებით დაეხმარა დედოფალ ქეთევანს(დავით I-ის მეუღლე, თეიმურაზ I-ის დედა) ტახტის მიმტაცებელ კონსტანტინეს I–ის წინააღმდეგ ბრძოლაში. მარტყოფის აჯანყების დროს, 1625 წელს, მხარში ედგა გიორგი სააკაძეს. თავი გამოიჩინა მარაბდის ბრძოლაში(1625), შემდეგ–ირანელთა მოთარეშე რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში. ანდუყაფარ ამილახვრის თხოვნით, პაპუნა ამილახვარი თავის ყმებს მოაკვლევინა ქსნის ერისთავმა იესემ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.130


გააზიარე: