შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ პაიჭაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გამოჩინებული, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი 1969 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1972 წელს. 1972 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეწევა აქტიურ სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას, სადაც გაიარა ყველა სამეცნიერო-პედაგოგიური თანამდებობა - ასისტენტობიდან პროფესორობამდე; 1988 წლიდან ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორია, 1989 წლიდან პროფესორი. 1974-1979წწ. საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1979-2005წწ. ამავე ფაკულტეტის (შემდგომ მენეჯმენტის) დეკანი; 1999-2006წწ. მენეჯმენტის კათედრის გამგე; ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებული პროფესორი. 1973 წელს დაიცვა დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად; სამეცნიერო კვლევის ძირითადი ობიექტია შრომის ეკონომიკისა და ადამიანთა რესურსების მართვის (პერსონალის მართვის) პრობლემები. გამოქვეყნებული აქვს 120-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია და 5 სახელმძღვანელო. წყარო: https://www.tsu.ge/universteteli_avtorebi/biografia.php?id=591; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.251 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |