The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ნუგზარ პაიჭაძე

დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1940  (77 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გამოჩინებული, სამტრედიის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი 1969 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1972 წელს.

1972 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეწევა აქტიურ სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას, სადაც გაიარა ყველა სამეცნიერო-პედაგოგიური თანამდებობა - ასისტენტობიდან პროფესორობამდე; 1988 წლიდან ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორია, 1989 წლიდან პროფესორი. 1974-1979წწ. საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1979-2005წწ. ამავე ფაკულტეტის (შემდგომ მენეჯმენტის) დეკანი; 1999-2006წწ. მენეჯმენტის კათედრის გამგე; ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებული პროფესორი. 1973 წელს დაიცვა დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად; სამეცნიერო კვლევის ძირითადი ობიექტია შრომის ეკონომიკისა და ადამიანთა რესურსების მართვის (პერსონალის მართვის) პრობლემები. გამოქვეყნებული აქვს 120-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია და 5 სახელმძღვანელო. 

წყარო: https://www.tsu.ge/universteteli_avtorebi/biografia.php?id=591

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭო, წევრი (1979-2004)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატთან არსებული ეკონომიკური ფაკულტეტების საკოორდინაციო საბჭო (1980-1984, 1978-2006წწ.) , თავმჯდომარის მოადგილე (1978-2006)
  • საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1970 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • 1966 - მედალი "ყამირი მიწების ათვისებისათვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: