Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ამილახვარი![]()
Biographyოთარ რევაზის ძე ამილახვარი (გარდაიცვალა დაახლოებით 1827/1828 წლებში) იყო აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე XVIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში. საამილახვროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი, გორის მოურავი. 1789 წელს ამილახვარის წინააღმდეგ გამოვიდნენ მისი სიმკაცრით უკმაყოფილო გორელები. ერეკლე II–მ დასაჯა უკმაყოფილონი, მაგრამ ამილახვარს უბრძანა დაეცვა ბატონყმობის კანონით დადგენილი ნორმები("ბატონყმობის რიგი"). ამილახვარმა გააშენა სოფელი ორჭობი, გაიყვანა ახალი სარწყავი არხები და აღორძინებულ ადგილებში დაასახლა ტყვეობიდან გამოსყიდული გლეხები. 1785 წელს იბრძოდა საქართველოში შემოჭრილი ომარ–ხანის წინააღმდეგ. 1795 წელს მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში. ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ ამილახვარის ძალაუფლება შეიზღუდა. ბატონიშვილებს შორის ტახტისათვის ატეხილ ბრძოლაში ემხრობოდა დარეჯან დედოფლის ჯგუფს, მხარს უჭერდა თავის სიძეს იულონ ბატონიშვილს. ამის გამო 1801 წლის თებერვალს დაკარგა ამილახორობა. ჰქონდა რუსეთის არმიის გენერალ-მაიორის წოდება. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.130
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |