The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ამილახვარი

ივანე ამილახვარი
დაბადების თარიღი:26 იანვარი, 1829
გარდაცვ. თარიღი:29 აგვისტო, 1905  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ივანე გივის ძე ამილახვარი იყო რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი(1896). 1850 წლიდან მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიაში ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. 1853 წლიდან იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. ყირიმის ომის(1853–1856) დროს კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის წინააღმდეგ მონაწილეობდა სოფელ ბაინდურის, ბაშკადიკლარის და ყარსის ბრძოლებში. 1873 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. ამილახვარმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი რუსეთ-ოსმალეთის ომში(1877–1878). მისმა ცხენოსანმა დივიზიამ აიღო ბაიაზეთი, დიადინი, ალაშკერტი, ჰასან-კალე, არზრუმი და სხვ. 1883 წელს ამილახვარმა მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი, ხოლო 1901 წელს გენერალ-ადიუტანტის საპატიო წოდება. 1893 წლიდან იყო კავკასიის საარმიო კორპუსის მეთაური. გამოქვეყნებული აქვს დღიურები და მოგონებები(ჟურნალ "Кавказский сборник", 1908-1909, т.26-29. ავტორიზებული თარგმანი ქართულიდან). ეს მონათხრობი შეიცავს საინტერესო ცნობებს ეპოქისა და იმ ბრძოლების ირგვლივ, რომლებშიც ამილახვარს მიუღია მონაწილეობა. მასში უხვადაა საგულისხმო მასალა ამილახვარის თანამებრძოლების–გრიგოლ, ზაქარია, ილია ორბელიანების, მალაქია გურიელის და სხვათა, აგრეთვე შამილის შესახებ. ივანე ამილახვარი დაჯილდოებული იყო ოქროს ხმლით "მამაცობისათვის", ბრძოლაში წარჩინებისათვის წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით (1877) და მრავალი საბრძოლო ორდენითა და მედლით.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.129; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.137


გააზიარე: