Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ამილახვარი![]()
Biographyივანე გივის ძე ამილახვარი იყო რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი(1896). 1850 წლიდან მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიაში ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. 1853 წლიდან იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. ყირიმის ომის(1853–1856) დროს კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის წინააღმდეგ მონაწილეობდა სოფელ ბაინდურის, ბაშკადიკლარის და ყარსის ბრძოლებში. 1873 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. ამილახვარმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი რუსეთ-ოსმალეთის ომში(1877–1878). მისმა ცხენოსანმა დივიზიამ აიღო ბაიაზეთი, დიადინი, ალაშკერტი, ჰასან-კალე, არზრუმი და სხვ. 1883 წელს ამილახვარმა მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი, ხოლო 1901 წელს გენერალ-ადიუტანტის საპატიო წოდება. 1893 წლიდან იყო კავკასიის საარმიო კორპუსის მეთაური. გამოქვეყნებული აქვს დღიურები და მოგონებები(ჟურნალ "Кавказский сборник", 1908-1909, т.26-29. ავტორიზებული თარგმანი ქართულიდან). ეს მონათხრობი შეიცავს საინტერესო ცნობებს ეპოქისა და იმ ბრძოლების ირგვლივ, რომლებშიც ამილახვარს მიუღია მონაწილეობა. მასში უხვადაა საგულისხმო მასალა ამილახვარის თანამებრძოლების–გრიგოლ, ზაქარია, ილია ორბელიანების, მალაქია გურიელის და სხვათა, აგრეთვე შამილის შესახებ. ივანე ამილახვარი დაჯილდოებული იყო ოქროს ხმლით "მამაცობისათვის", ბრძოლაში წარჩინებისათვის წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით (1877) და მრავალი საბრძოლო ორდენითა და მედლით. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.129; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.137
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |