The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იასე ამილახვარი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:30 სექტემბერი, 1787
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

იასე ამილახვარი იყო ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, მსხვილი ფეოდალი, გივი ამილახვრის ბიძაშვილი. ცოლად ჰყავდა ქართლის მეფის იესეს ასული ხორეშანი. მიუხედავად ამისა, მხარს უჭერდა ერეკლე II-ს თავისი ცოლისძმის აბდულა–ბეგის წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთგულებისათვის ერეკლე II-მ კახეთში მამულები უბოძა. 1754 წელს თამაზ ანდრონიკაშვილის გადაყენების შემდეგ, დროებით დანიშნეს ქიზიყის მოურავად. 1756 წელს ქიზიყის მოურავობა კვლავ თამაზს დაუბრუნეს, ამილახვარი კი ქიზიყიდან გაიწვიეს და ქართლის სამეფო კარის სახლთუხუცესად დანიშნეს. მანვე შეინარჩუნა სარდლის სახელო. 70-იან წლებში იასე ამილახვარმა განსაკუთრებით თავი გამოიჩინა ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლაში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.129


გააზიარე: