შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევგენი ამილახვარი![]()
ბიოგრაფიაევგენი(ავთანდილ) ვახტანგის(ვასილის) ძე ამილახვარი იყო მოსკოვის ქართული ახალშენის მოღვაწე. დაიბადა საქართველოში. ვახტანგ VI–ის ემიგრაციაში წასვლის დროს წაიყვანეს რუსეთში. იმპერატორ ანა იოანეს ასულის ბრძანებულებით, 1738 წელს სხვა ქართველ თავადებთან ერთად მან მამულები მიიღო უკრაინაში. შევიდა რუსეთის სამხედრო სამსახურში, მიიღო მაიორის ჩინი. შემდეგ სამოქალაქო სამსახურშია. იყო პეტერბურგის საგუბერნიო კანცელარიაში გუბერნატორის თანაშემწე, 1753 წლიდან მსაჯული, შემდეგ სამოქალაქო სასამართლოს პრეზიდენტი. განსაკუთრებული წვლილი შეჰქონდა მოსკოვის ქართული ახალშენის საქმიანობაში, რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის განვითარებაში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.129
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |