Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ჟუჟუნაშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1991 წელს; ასპირანტურის სრული კურსი საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის სპეციალობით 1997 წელს.
1995 წლიდან რუსეთის ისტორიის კათედრის უფროსი მასწავლებელი, შემდეგ დოცენტი; 1999-2003წწ. მას იგივე თანამდებობები ეკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში; რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც გახლდათ. 2006 წლიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჯერ ასისტენტ-პროფესორი, შემდგომ ასოცირებული პროფესორი; ამავე დროს, ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი. ავტორია 60 ნაშრომისა და რამდენიმე მონოგრაფიის. მისი კვლევის სფერო კავკასიაში რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკა წარმოადგენდა. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "XV-XVIII საუკუნეების რუსეთის საარქივო მასალები, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო", დაიცვა 1997 წელს. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |