შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ სურგულაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი საზღვარგარეთის ქვეყნების ქვეყანათმცოდნეობის სპეციალობით 1972 წელს. ამავე უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ასპირანტურა 1975 წელს. 1979 წლიდან ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, 1994 წლიდან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; 1976-1984წწ. საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1993წწ. ამავე ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993-2006წწ. წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 2003 წლიდან თ. წერეთლის სახელობის სამარლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 41 სამეცნიერო შრომა, მათ შორის 6 მონოგრაფია და 3 სახელმძღვანელო. წყარო: https://www.tsu.ge/universteteli_avtorebi/biografia.php?id=593 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |