The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ამირაჯიბი

მიხეილ ამირაჯიბი
დაბადების თარიღი:2 სექტემბერი, 1833
გარდაცვ. თარიღი:25 ნოემბერი, 1903  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

მიხეილ ქაიხოსროს ძე ამირაჯიბი იყო რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი(1899). სამხედრო სამსახური დაიწყო თბილისის გრენადერთა პოლკში რიგით ჯარისკაცად(1851). ყირიმის(1853-1856) დროს კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის წინაღმდეგ იბრძოდა  ბაიანდურთან, ბაშკადიკლართან და ყარსთან. 1877 წელს მიხეილ ამირაჯიბი დაინიშნა ელიზავეტპოლის(ახლანდელი განჯა) 156-ე პოლკის მეთაურად. მან თავი გამოიჩინა  რუსეთ–ოსმალეთის(1877–1878) ომის დროს, კერძოდ დევე–ბოინუსთან ბრძოლაში, იერიშით აიღო გელიავერდის სიმაღლეები, რამაც განაპირობა არდაჰანის დაცემა. 1877 ამირაჯიბმა გენერალ-მაიორის ჩინი მიიღო. 1893 წელს იგი 39-ე ქვეითი დივიზიის უფროსად დაინიშნა, 1899 წლიდან, გენერალ-ლეიტენანტის ჩინით–კავკასიის I საარმიო კორპუსის მეთაური იყო. ამირაჯიბი დაჯილდოებული იყო მრავალი საბრძოლო ორდენითა და მედლით.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.133


გააზიარე: