The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ამირაჯიბი

კონსტანტინე ამირაჯიბი
სხვა სახელი:კონსტანტინე ამირეჯიბი
დაბადების თარიღი:30 დეკემბერი, 1869
გარდაცვ. თარიღი:14 ივლისი, 1948  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტი 1893 წელს.

მუშაობა დაიწყო ოდესის უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის კათედრის ასისტენტად პროფესორ კ. პეტრიაშვილთან, რომლის შეხედულებები საფუძვლად დაედო მის შემდგომ საქმიანობას. 1874 წელს მიავლინეს საზღვარგარეთ(საფრანგეთსა და გერმანიაში). 1897 წელს დაბრუნდა საქართველოში, მშობლიურ სოფელ ავლევში, სადაც  1918 წლამდე ცხოვრობდა. ავლევში შექმნა მოწინავე, იმდროინდელი ევროპული დონის მეურნეობა. ეწეოდა ფართო სელექციურ მუშაობას. მდინარე ფრონეზე ააშენა მცირე ჰესი. 1907 წელს დააარსა ქართულენოვანი სასოფლო-სამეურნეო სკოლა, სააქციო საზოგადოება და მეპაიეთა ბანკი. იგი პრაქტიკულად ახორციელებდა თერგდალეულთა, კერძოდ კი ილია ჭავჭავაძის შეხედულებებს ქართული სოფლის მოწყობის შესახებ. 1919 წელს კონსტანტინე ამირაჯიბი მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოცენტის თანამდებობაზე და სასოფლო-სამეურნეო მანქანათმცოდნეობის კათედრის გამგედ. 1927 წელს ამირაჯიბის ინიციატივით ჩამოყალიბდა სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების საცდელი სადგური, რომელსაც შემდგომში მისი სახელი მიენიჭა. 1931 წელს ამ სადგურის ბაზაზე შეიქმნა სოფლის მეურნეობის მექანიზაციის კვლევითი ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც 1934 წლამდე ამირაჯიბი იყო (შემდგომში ამ ინსტიტუტს კონსტანტინე ამირაჯიბის სახელი მიენიჭა). პროფესორ ა. დიდებულიძესთან ერთად შექმნა და გამოცადა ელექტროტრაქტორი. 1920 წელს გამოიცა ამირაჯიბის სასოფლო-სამეურნეო მექანიკის ლექციების კურსი. მეცნიერი სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგში. პროფესორი (1927), საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.133; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 26

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1934 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: