შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ სვანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. წყალტუბო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1977 წელს. 1976-2002წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; 2006 წლიდან ილიას უნივერსიტეტის პროფესორია. წლების განმავლობაში სტუმარი-პროფესორის სტატუსით მიწვეული იყო საზღვარგარეთის მრავალ უნივერსიტეტში: იტალიაში (კატანიას, სალერნოს, ნეაპოლის უნივერსიტეტებში), ესპანეთში (კატალონიის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბარსელონა), გერმანიაში (ესენისა და კონსტანცის უნივერსიტეტებში). სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკაა დრეკადობისა და თერმოდრეკადობის თეორიები, ფოროვან გარემოთა მექანიკა, ბიომექანიკა, მიკრო- და ნანომექანიკა, უწყვეტ გარემოთა მექანიკა, ტალღები და საკუთრივი რხევები უწყვეტ გარემოში, ნარევთა თეორია, სასაზღვრო ინტეგრალური განტოლებები, მათემატიკური ფიზიკა, დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებები. კვლევის ძირითადი მეთოდია სასაზღვრო ინტეგრალურ განტოლებათა მეთოდი (პოტენციალთა მეთოდი). საქართველოში ბიომექანიკის განვითარებაში გამოჩენილი აქტიურობისათვის 2006 წელს მიღებული აქვს ევროპის ბიომექანიკოსთა საზოგადოების ჯილდო. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2004). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.275-276 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |