The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ სვანაძე

მერაბ სვანაძე
დაბადების თარიღი:11 ივლისი, 1955  (68 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. წყალტუბო.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1977 წელს.

1976-2002წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; 2006 წლიდან ილიას უნივერსიტეტის პროფესორია. წლების განმავლობაში სტუმარი-პროფესორის სტატუსით მიწვეული იყო საზღვარგარეთის მრავალ უნივერსიტეტში: იტალიაში (კატანიას, სალერნოს, ნეაპოლის უნივერსიტეტებში), ესპანეთში (კატალონიის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბარსელონა), გერმანიაში (ესენისა და კონსტანცის უნივერსიტეტებში). სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკაა დრეკადობისა და თერმოდრეკადობის თეორიები, ფოროვან გარემოთა მექანიკა, ბიომექანიკა, მიკრო- და ნანომექანიკა, უწყვეტ გარემოთა მექანიკა, ტალღები და საკუთრივი რხევები უწყვეტ გარემოში, ნარევთა თეორია, სასაზღვრო ინტეგრალური განტოლებები, მათემატიკური ფიზიკა, დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებები. კვლევის ძირითადი მეთოდია სასაზღვრო ინტეგრალურ განტოლებათა მეთოდი (პოტენციალთა მეთოდი). საქართველოში ბიომექანიკის განვითარებაში გამოჩენილი აქტიურობისათვის 2006 წელს მიღებული აქვს ევროპის ბიომექანიკოსთა საზოგადოების ჯილდო. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2004).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.275-276

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის მათემატიკური საზოგადოება, წევრი (1999-)
  • გამოყენებითი მათემატიკისა და მექანიკის საერთაშორისო საზოგადოება, წევრი (1996-)
  • ევროპის ბიომექანიკოსთა საზოგადოება, წევრი (2006-)
  • ევროპის მექანიკოსთა საზოგადოება, წევრი (2009-)
  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1995-)
  • ფოროვან გარემოთა საერთაშორისო საზოგადოება, წევრი (2012-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: