შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური დევდარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვოლოგდა, რუსეთი. დაამთავრა ლენინგრადის წყლის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1930 წელს. 1930-1947წწ. მუშაობდა თბილისში "ჰიდროენერგოპროექტში" ჯგუფის ხელმძღავანელად, პროექტის მთავარ ინჟინრად; მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალი საკვანძო საკითხის გადაჭრაში ალაზნის, ჭანისწყალის, გიუმუშის, ხრამი, გუმათის, ქლუხორის და სხვა ჰესების დაგეგმარებაში; 1947 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტში მუშაობს, რომელიც 1971 წელს, რეორგანიზაციის შედეგად თბილისის მეცნიერებათა აკადემიის ა. დიდებულიძის სახელობის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტად ჩამოყალიბდა: 1979-1986წწ. სექტორის გამგე; 1986-1989წწ. წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; მისი შრომები ეხება უმთავრესად ენერგოსისტემების განვითარების საკითხებს; ავტორია 50-ზე მეტი გამოქვეყნებული სამეცნიერო გამოკვლევის. სამეცნიერო მუშაობისათვის მომზადებული ყავს 6 ასპირანტი და ხარისხის მაძიებელი. ჰიდროტექნიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1965). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.355; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 103-104 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |