The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე დევიძე

დაბადების თარიღი:1886
გარდაცვ. თარიღი:5 თებერვალი, 1940  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1906 წელს; ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1910 წელს.

1917 წლიდან დაინიშნა სამტრედიის ახალგახსნილი გიმნაზიის დირექტორად; 1930-1940წწ. იყო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მათემატიკის  კათედრის გამგე, პარალელურად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; იყო მათემატიკური განათლების ერთ–ერთი ორგანიზატორი; მან სხვებთან თანაავტორობით შექმნა მათემატიკის 20–მდე სახელმძღვანელო, რომლებიც 1923-1940წწ. ქართული სკოლებისათვის ძირითადი ლიტერატურა იყო მათემატიკაში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.358

ბიბლიოგრაფია

  • ალგებრა : პროგრესიები, ლოგარითმები, რთული პროცენტები, შეერთებანი და ნიუტონის ბინომი. (თანაავტორი). - ტფილისი, სახელგამი, 1927. - 105გვ.
  • სწორწიროვანი ტრიგონომეტრია : სკოლებში სახელმძღვანელოდ (თანაავტორი). - ტფილისი, სახელგამი, 1927. - 174გვ.
  • მათემატიკური ამოცანები : მე-III ჯგუფისათვის (თანაავტორი). - ტფილისი, სახელგამი, 1927. - 127გვ.

გააზიარე: