შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გენრი დეკანოსიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტული ფაკულტეტი ფარმაცევტის სპეციალობით 1959 წელს. 1959-1963წწ. იყო ცხინვალის N1 აფთიაქის მმართველის მოადგილე; 1963 წლიდან ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ტრიტერპენული შენაერთების ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი; 1983 წლიდან ამავე ლაბორატორიის გამგე; შექმნა ბრონქოსპაზმოლიზური პრეპარატი "კავსურონი" და ერთ–ერთი პირველი მცენარეული არასტეროიდული ანტირევმატიული პრეპარატი "ფაციფლოგინი"; არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის სამი მონოგრაფიის ავტორი; ფარმაკოქიმიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.361; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.178; თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი: geokip.net ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |