The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ქავთარაძე

გიორგი ქავთარაძე
დაბადების თარიღი:29 იანვარი, 1945
გარდაცვ. თარიღი:25 ივნისი, 2024  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:არქეოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1967 წელს. ისტორიის ფაკულტეტის არქეოლოგიის კათედრის ასპირანტურა 1971 წელს.

1971-1972წწ. გაიარა წინა აზიის არქეოლოგიის სპეციალური კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის არქეოლოგიის კათედრაზე; 1974 წელს იმყოფებოდა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არქეოლოგიურ ექსპედიციებში საველე არქეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად; 1973-1981წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1982-1985წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უმცროსი, ხოლო 1986-1991წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1994წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ასიროლოგიის კათედრა, ლექტორი; 1992-2006წწ. პატარძეულის გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმის დირექტორი; 1992-1998წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი; 1997-2003წწ. პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის წევრი და წარმომადგენელი გერმანიაში; 2007-2008წწ. არქეოლოგიის ინსტიტუტის პრეისტორიული არქეოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. წლების განმავლობაში მონაწილეობდა არაერთ სამეცნიერო პროექტში.

საკანდიდატო დისერტაცის თემა - "საქართველოს ენეოლით-ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური კულტურების ქრონოლოგია ახალი მონაცემების შუქზე", დაიცვა 1981 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კავკასიისა და ანატოლიის ეთნიკური ისტორიის საკითხები და ქრონოლოგია-პერიოდიზაციის პრობლემა(ძვ.წ. VI-I ათასწლეულები), დაიცვა 1992 წელს.

წყარო: ბურუსი: burusi.wordpress.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არქეოლოგთა ევროპული ასოციაცია, წევრი (1998-)
  • იბერიულ-კავკასიური საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრი, სამეცნიერო საბჭოს წევრია (2006-)
  • კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოება, პრეზიდიუმის წევრი (1999-2006)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - მეფე ერეკლე მეორის სამეფო ორდენი
    არქეოლოგიასა და ისტორიოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: