Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ქავთარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1967 წელს. ისტორიის ფაკულტეტის არქეოლოგიის კათედრის ასპირანტურა 1971 წელს. 1971-1972წწ. გაიარა წინა აზიის არქეოლოგიის სპეციალური კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის არქეოლოგიის კათედრაზე; 1974 წელს იმყოფებოდა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არქეოლოგიურ ექსპედიციებში საველე არქეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად; 1973-1981წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1982-1985წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უმცროსი, ხოლო 1986-1991წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1994წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ასიროლოგიის კათედრა, ლექტორი; 1992-2006წწ. პატარძეულის გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმის დირექტორი; 1992-1998წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი; 1997-2003წწ. პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის წევრი და წარმომადგენელი გერმანიაში; 2007-2008წწ. არქეოლოგიის ინსტიტუტის პრეისტორიული არქეოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. წლების განმავლობაში მონაწილეობდა არაერთ სამეცნიერო პროექტში. საკანდიდატო დისერტაცის თემა - "საქართველოს ენეოლით-ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური კულტურების ქრონოლოგია ახალი მონაცემების შუქზე", დაიცვა 1981 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კავკასიისა და ანატოლიის ეთნიკური ისტორიის საკითხები და ქრონოლოგია-პერიოდიზაციის პრობლემა(ძვ.წ. VI-I ათასწლეულები), დაიცვა 1992 წელს. წყარო: ბურუსი: burusi.wordpress.com Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |