The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა ქუთელია

ნათელა ქუთელია
დაბადების თარიღი:18 აგვისტო, 1928
გარდაცვ. თარიღი:2014  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოჭი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით 1951 წელს; ასპირანტურა ზოგადი ენათმეცნიერების სპეციალობით 1954 წელს.

1954 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას: კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში ზოგადი ენათმეცნიერების მიმართულებით; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 2 მონოგრაფიის, 3 წიგნისა და მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰარმონიულ ხშულთა ორი სისტემა ქართულ ენაში (ექსპერიმენტალური გამოკვლევა)", დაიცვა 1955 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ლაზურის ფონემატური სტრუქტურა, სეგმენტური ფონემები და ფონემათა ჯგუფები: პარადიგმატიკა და სინტაგმატიკა", დაიცვა 1986 წელს. 

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.342

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: