შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან შენგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1987 წელს. 1987 წლიდან მუშაობდა თბილისის 150-ე საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1989-1993წწ. ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის ექსკურსია-მძღოლი, მეცნიერთანამშრომელი; 1993-2003წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი; 2003-2005წწ. უნივერსიტეტში არსებული კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის კაბინეტის მეცნიერ-თანამშრომელი; 2005-2007წწ. ახალგაზრდა მწერალთა წრე "ლიტერატურული დახელოვნების სახელოსნო"-ს ხელმძღვანელი და ლექტორი; 2010 წელს მიყავდა ინტერნეტ ტელევიზიაში საავტორო გადაცემა "საუბრები ხელოვანთა შესახებ"; 2010-2011წწ. საავტორო ყოველკვირეული რადიორუბრიკა " მშვენიერების სამყაროში" წამყვანი; 2011 წლიდან წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ლექტორი და ლიტერატურული წრის ხელმძღვანელი; 2006-2014წწ. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი. 2017 წლიდან ხელმძღვანელობს საზოგადოებრივ პროექტს "სამი სავარძელი ხელოვანთათვის". 1985 წლიდან მისი ლექსები, ესეები, მოთხრობები, თარგმანები და წერილები იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. მისი ლექსები თარგმნილია რამდენიმე ენაზე. შეტანილია სხვადასხვა ტიპის პოეზიის ანთოლოგიებში და კრებულებში საქართველოსა და უცხოეთში. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციასა თუ სიმპოზიუმში. ლიტერატურათმცოდე, ფილოლოგიის დოქტორი. აქვს საკუთარი ინტერნეტ გვერდი: keti.ge სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართველ მწერალთა მიმართებები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებასთან", დაიცვა 2000 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |