Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოგი კახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. 1947 წლიდან იყო ქირურგიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1963 წლიდან სხვადასხვა დროს სამედიცინო მომზადების ციკლზე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა უმაღლეს სასწავლებლებში: თსუ, კონსერვატორიაში, პედაგოგიურსა და უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1983 წლიდან – სოხუმის სამედიცინო სასწავლებელში. 1988 წელს სამედიცინო ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოაყალიბა პირველი სასწავლებელი კოლეჯი – "სამედიცინო მოწყალება" – გადაუდებელი მედიცინის, ავადმყოფის მოვლის, ტრადიციული და არატრადიციული მედიცინის შემსწავლელი სამი პროფილის ჯგუფით. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის. სტუდენტობისას, დიდი სამამულო ომის დროს, თავისივე სურვილით სუბორდინატორად მუშაობდა ოფიცერთა N2459–ე ჰოსპიტალში. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტოტალური კოლექტომიის დროს ილეორექტალური ანასტომოზების შედარებითი შეფასება". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.146 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |