The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ ამირეჯიბი

სიმონ ამირეჯიბი
დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1877
გარდაცვ. თარიღი:24 ოქტომბერი, 1936  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საღოლაშენი, ქარელის რაიონი.

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1903 წელს.

ჯერ კიდევ II კურსის სტუდენტმა ხორცის ექსტრაქტში აღმოაჩინა ახალი ნივთიერება კარნიზონი. 1907–1919 წლებში იყო ხარკოვის სამედიცინო საზოგადოების შრატებისა და ვაქცინების განყოფილების, ხოლო 1915–1919 ბაქტერიოლოგიური განყოფილების გამგე. 1919 წელს საქართველოში დაბრუნდა. სიმონ ამირეჯიბი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დაარსების ერთ-ერთი ორგანიზატორი(1919). 1919 წელს ამ ფაკულტეტზე დააარსა ბაქტერიოლოგიის, 1920 წელს კი ზოგადი ჰიგიენის კათედრები, 1919 წელს მიკრობიოლოგიის კათედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტზე.  ამირეჯიბი იყო თბილისის სანიტარული ჰიგიენის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი დირექტორი 1926–1933 წლებში. 1919 წელს მისი ხელმძღვანელობით დაიწყო  საქართველოში ვაქცინებისა და შრატების წარმოება. მან შეისწავლა თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების წყალსადენების სანიტარიის, მტკვრის დაბინძურების და თვითგაწმენდის საკითხები, მუშაობის სანჰიგიენური პირობები ჭიათურის მაღაროებში, აგრეთვე შავი ზღვის მიკროპლანქტონი და სხვ. შეადგინა სამედიცინო მიკრობიოლოგიის პირველი ქართული სახელმძღვანელო. ბაქტერიოლოგიისა და ჰიგიენის ფუძემდებელი საქართველოში, პროფესორი (1919).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.134

ბიბლიოგრაფია

  • სამკურნალო მიკრობიოლოგია : სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისათვის (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის სასწ. პედაგ. სექტორი. (1-ლი სტ.) , 1933. - 542გვ.

გააზიარე: