The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქუცნა ამირეჯიბი

ქუცნა ამირეჯიბი
დაბადების თარიღი:13??
გარდაცვ. თარიღი:14??
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ქუცნა ამირეჯიბი იყო ქართლის დიდი ფეოდალი XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე. პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი,  ამირეჯიბთა საგვარეულოს ფუძემდებელი. რამდენიმეჯერ იყო წარგზავნილი საქართველოს მეფის ელჩად კონსტანტინეპოლს. თემურ–ლენგის ლაშქრობათა შემდეგ აღდგენითი სამუშაოები წამოიწყო. კერძოდ, განაახლა ულუმბისა და ნაბახტევის ეკლესიები(სოფელ ალის მახლობლად, ახლანდელი ხაშურის რაიონი). ამირეჯიბი გამოხატულია ნაბახტევის ეკლესიის კედელზე თავის მეუღლე რუსა ამირეჯიბთან ერთად. ქუცნა ამირეჯიბის ასული ნათია ცოლად ჰყავდა საქართველოს მეფე კონსტანტინე I–ს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.135


გააზიარე: