The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოფიო ამირაჯიბი

სოფიო ამირაჯიბი
ოფიციალური სახელი:სოფიო არღუთაშვილი–მხარგრძელი
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1847
გარდაცვ. თარიღი:27 ივნისი, 1906  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:არქეოლოგი, მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

პირველდაწყებითი განათლება შინ მიიღო. შემდეგ ფაბრის პანსიონში მიაბარეს. დამოუკიდებლად შეისწავლა რუსული და ფრანგული ენები.

იყო გენერალ მიხეილ ქაიხოსროს ძე ამირაჯიბის მეუღლე. სოფიო ამირაჯიბმა რუსულად თარგმნა ქართველი პოეტების ნ. ბარათაშვილის, გრიგოლ, ვახტანგ და ნინო ორბელიანების, მ. თუმანიშვილის, ი. ჭავჭავაძის, რ. ერისთავის, მ. გურიელის, ა. წერეთლის, გ. აბაშიძის, ვაჟა–ფშაველას, შ. არაგვისპირელის, ი. ევდოშვილის, განდეგილის, ია ეკალაძის, ე. მიქელაძის და ლ. ციციშვილის ნაწარმოებები. ეს თარგმანები იბეჭდებოდა "კავკაზსკი ვესტნიკში", "არგონავტში", "ნოვოე ობოზრენიეში", "ტიფლისსკი ლისტოკში" და სხვ. 1909 წელს მოსკოვში დაიბეჭდა  "ქართველი პოეტების ლექსების კრებული" ა. ხახანაშვილის მცირე წინასიტყვაობით, რომელშიც შეტანილია ჩამოთვლილ პოეტთა ნაწარმოებების მისეული თარგმანები სურათებითა და ბიოგრაფიულ–ბიბლიოგრაფიული ცნობებით. ქველმოქმედი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.133


გააზიარე: