შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი დეკანოზიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მაჰაჩყალა, დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა. დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი 1887 წელს; პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი 1892 წელს. 1890 წელს პეტერბურგში შექმნა ქართველ და სომეხ სტუდენტთა კავშირი, რომელიც მალე დაიშალა; 1889-1892წწ. იყო პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა წრის ლიდერი და რუსული იმპერიის უმეღლესი სასწავლებლის სტუდენტთა პოლიტიკური მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე; 1892 წელს მისი აქტიური მონაწილეობით ქუთაისში დაფუძნდა რუსული იმპერიის ქართველ სტუდენტთა გაერთიანება პოლიტიკური მოძრაობა – "საქართველოს თავისუფლების ლიგა"; 1892-1895წწ. მუშაობდა ჭიათურაში, ნ. ღოღობერიძის მანგანუმის სამრეწველო ფირმის ინჟინრად და საბადოს გამგედ; 1895-1898წწ. ბაქოს ნობელების ნავთობგადამამუშავებელი ფირმის კონტროლიორ–ინსპექტორად; 1899 წელს მივლინებულ იქმნა ევროპაში(ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი); 1900 წელს სამშობლოში დაბრუნდა; 1902 წელს იმოგზაურა ბრაზილიასა და კუბაში იქაური მანგანუმის წარმოების მეთოდების შესასწავლად; დაბრუნების შემდეგ დაწერა მონოგრაფია აღნიშნულ ქვეყნებში მანგანუმის მრეწველობის შესახებ(გამოიცა, 1905 წელს ქუთაისში, ქართ. და რუს. ენებზე); 1900 წელს ქართველ სოციალისტ–ფედერალისტთა პირველმა ჯგუფმა მისი თაოსნობით თბილისში გამოსცა გაზეთი "ცნობის ფურცელი"; მანამდე 1896-1900წწ. იგი თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიასთან"; 1901 წელს მისი თაოსნობით პარიზში დაარსდა სოციალისტ–ფედერალისტთა პარტიის პერიოდული გამოცემა გაზეთი – "საქართველო", რომელიც ფრანგულენოვან ვარიანტთან("La Georgie") ერთად გამოდიოდა 1905 წლამდე; 1904 წელს იყო ჟენევაში ქართველ სოციალისტ–ფედერალისტთა კონგრესის ჩატარების ერთ–ერთი მოთავე; 1904 წელს პარიზში გამოსცა ამ კონგრესის ოქმები; რუსეთის პირველი რევოლუციის დროს , 1905 წელს, მისი თაოსნობით, გემ "სირიუსით" საქართველოში გამოიგზავნა იარაღი და ტყვია–წამალი; 1906 წლიდან იძულებული გახდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩამოშორებოდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას; გარდაიცვალა საფრანგეთში; 1911 წელს ფარულად ჩამოასვენეს საქარველოში; მისი პუბლიცისტური წერილები ეხება საქრთველოს ეროვნულ პოლიტიკურ საკითხებს, მანგანუმის წარმოებასა და მის მნიშვნელობას საქართველოსათვის; პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.360 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |