The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კახაბერ ქოიავა

კახაბერ ქოიავა
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1976  (42 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, ინჟინერი, მეცნიერი, მკვლევარი, პალეონთოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი ნავთობისა და გაზის გეოლოგიის სპეციალობით 1998 წელს. ამავე წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, რომლის დამთავრების შემდეგ 2000 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი (სპეციალობა პალეონტოლოგია და სტრატიგრაფია). 1998-2000წწ. იყო ალ. ჯანელიძის სახეოლობის გეოლოგიის ინსტიტუტის პალეონტოლოგიისა და სტრატიგრაფიის განყოფილების ლაბორანტი, 2000-2005წწ. უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 2005-2008წწ. მეცნიერ თანამშრომელი, 2009 წლიდან არის გეოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს წევრი. 1999-2001წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ზოგადი გეოლოგიის და პალეონტოლოგის, კათედრაზე კითხულობდა ლაბორატორიულ კურს "ზოგად გეოლოგიაში". საერთაშორისო ჟურნალებსა და კონფერენციებზე გამოქვეყნებული აქვს 18 სამეცნიერო წერილი, 16 გაფართოებული აბსტრაქტი, არის ერთი საინსტიტუტო ანგარიშის თანაავტორი.

საკანდიდატო დისერტაცია თემა - "აღმოსავლეთ საქართველოს სარმატული ნალექების ბიოსტრატიგრაფია ფორამინიფერების მიხედვით", დაიცვა 2006 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მიკროპალეონტოლოგიის, მიკრობიოლოგიის და მეიობენტოლოგიის საერთაშორისო ასოციაცია, საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი (2005-)
  • საქართველოს გეოლოგიური საზოგადოება, სწავლული მდივანი (2004-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი

გააზიარე: