შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დორი ამირბეკიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1922 წელს თბილისში ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სომხეთში. 1929 წელს მუშაობა დაიწყო სოხუმის თეატრის სომხურ დასში. 1929–1932 წლებში იყო თბილისის სომხური დრამის მსახიობი, 1932–1935 წლებში ერევნის მ. გორკის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი, 1936 წლიდან თბილისის სომხური დრამატული თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: კაკული, ისაია(გ. სუნდუკიანის "პეპო", "ხათაბალა"), რუსტამი(ა. შირვანზადეს "ნამუსი"), ოთარბეგი(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ზაბელინი(ნ. პოგოდინის "კრემლის კურანტები"), ანდრო(ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა") იაგო(უ. შექსპირის "ოტელო"), ფრანც მოორი(ფ. შილერის "ყაჩაღები"), ოგსენი(ა. პარონიანის "ძია ბაღდასარი") და სხვ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.134 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |