The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ დეკანოსიძე

დაბადების თარიღი:28 დეკემბერი, 1915
გარდაცვ. თარიღი:16 თებერვალი, 1967  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. თბილისი
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღარიხევი, ხარაგაულის რაიონი. 

დაამთავრა საქართველოს სახკინმრეწვთან არსებული კინოსაოპერატორო კურსები.

1942 წლიდან მუშაობდა დამდგმელ ოპერატორად დოკუმენტურ და სამეცნიერო–პოპულარულ ფილმებზე; ძირითადი ნამუშევრები: "სახლი მწვერვალზე" (1947), "სამგორი" (1948), "ქართლის ბაღები" (1952), "უძველესი ქალაქის გაზაფხული" (1958), "ამბავი ერთი ცდისა"(1959), "მეგობრების შეხვედრა" (1960), "თბილისი – 15 საუკუნე და ერთი დღე" (1966); II მსოფლიო ომის პერიოდის ფილმები: "სევასტოპოლისათვის ბრძოლაში" (1944), "ბრძოლა კავკასიისათვის" (1944); ფილმები ქართველ ალპინისტებზე – "უშბა" (1946, ბ. კრეპსთან ერთად), "პამირის მწვერვალებზე"(1954), "მთები და წლები" (1963); გ. ასათიანთან ერთად გადაიღო ფილმები: "ნადირობა ჯუნგლებში" (1959), "მოგზაურობა ნეპალში" (1959), "ალჟირის დღიური" (1961), "საჰარა" (1962), "უძველესი კულტურის ქვეყანა" (1963); კინოოპერატორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.362

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1962 - სამეცნიერო–პოპულარული ფილმების V საეთაშორისო კინოფესტივალი(ვარშავა), საპატიო დიპლომი ფილმისათვის "ამბავი ერთი ცდისა"
  • 1956 - ვენეციის VIII საეთაშორისო კინოფესტივალი, საპატიო დიპლომი ფილმისათვის "პამირის მწვერვალებზე"
  • 1947 - ვენეციის VIII საეთაშორისო კინოფესტივალი, დიპლომი ფილმისათვის "უშბა" (ბ. კრეპსთან ერთად)

გააზიარე: